დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურის და აიდაჰოს კოკუსში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსებში გაიმარჯვა. ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა კონკურენტი, გაერო-ში -ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი სამივე შტატში დაამარცხა და ამ გამარჯვებით მნიშვნელოვნად მიუახლოვდა გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.
მანამდე დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა აიოვაში, ნიუ ჰემფშირში, ნევადაში, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებსა და სამხრეთ კაროლინაშიც.
ცნობისთვის, 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.