დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისადმი გაგზავნილი მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს უკან გაიწვია.

Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი კარნის მიმართავს, რომ საბჭო კანადისთვის გაგზავნილ მიწვევას აუქმებს.

„„მშვიდობის საბჭო“ უკან იწვევს თქვენთვის გამოგზავნილ მოწვევას ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში კანადის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი გუშინ დავოსში მოაწერა. ტრამპმა წესდებას ხელი თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა. მისი თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება. „წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში