დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

დო­ნალდ ტრამპმა კა­მა­ლა ჰა­რის­სა და ჰი­ლა­რი კლინ­ტონს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას The Hill-ი ავ­რცე­ლებს.
-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა -ის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, კა­მა­ლა ჰა­რი­სი­სა და აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის გარ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა ყო­ფილ “რეს­პუბ­ლი­კელ” კონ­გრეს­მე­ნებს, ადამ კინ­ზინ­გერ­სა და ლიზ ჩე­ი­ნის შე­უ­ჩე­რა.
“ყვე­ლა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს ვა­ვა­ლებ, რომ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა სა­ჭი­რო და­მა­ტე­ბი­თი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და აღ­ნიშ­ნულ პი­რებს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა შე­უ­ჩე­რონ“, – ნათ­ქვა­მია აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში.
ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამპმა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბა აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ჯო ბა­ი­დენს, ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­სა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ჯო ბა­ი­დე­ნის ყო­ფილ მრჩე­ველს, ჯეიკ სა­ლი­ვანს გა­სულ თვე­ში ჩა­მო­არ­თვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ