დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსი დაასახელა

დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსი აირჩია, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ავრცელებს.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ და უამრავი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ყველაზე შესაფერისი ადამიანი არის სენატორი ჯეი დი ვანსი, დიდებული ოჰაიოს შტატიდან“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსი თანამდებობას 2023 წლიდან იკავებს და ცნობილი 2016 წელს წიგნის „ჰილბილის ელეგია“-ს გამოსვლით გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება