დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა.
-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, „ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტს ფედერალური კონტროლის ქვეშ მოაქცევს“ და „ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ეროვნულ გვარდიას განათავსებს“.
„ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღსადგენად მე ეროვნულ გვარდიას ვგზავნი. ჩვენი დედაქალაქი ძალადობრივმა ბანდებმა, კრიმინალებმა, მოხეტიალე ახალგაზრდების ბრბოებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა და უსახლკარო ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დასაწყისისთვის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხარდასაჭერად ეროვნული გვარდიის 800 წევრს გაგზავნის და ვაშინგტონს „ძალიან სწრაფად გაწმენდს“.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს