დონალდ ტრამპმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნის საკითხი და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Yonhap News Agency-ი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის მთავარ მოადგილეზე, კიმ ტაე-ჰიოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიმ ტაე-ჰიოს თქმით, და იუნ სოკ იოლი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრის ადგილსა და თარიღს დანიშნავენ.
ამასთან, კიმის ინფორმაციით, დაახლოებით 12 -წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური საკითხების შესახებ ისაუბრეს.
კიმ ტაე-ჰიოს თქმით, დონალდ ტრამპმა და იუნ სოკ იოლმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ვითარებაც განიხილეს, მათ შორის, ბირთვული საკითხები, რაკეტების გაშვება და რუსეთში ჯარების განლაგება და გამოთქვეს შეშფოთება უსაფრთხოების ამ საკითხებთან დაკავშირებით და ში არსებული სიტუაციის აქტუალურობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა