დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება.
„მათ განიხილეს შეერთებული შტატების მიერ საფრთხის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება“, – აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.
ამასთან, ტრამპმა და სტარმერმა განიხილეს „ირანის მიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე დაბრუნების და ხანგრძლივი შეთანხმების მისაღწევად პროგრესის აუცილებლობა“.
ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მომდევნო დღეებში „მჭიდრო კონტაქტს“ გააგრძელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…