რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, „საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო“.
„დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რათა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები განეხილათ“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ირანისა და უკრაინის საკითხი განიხილეს.
„აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებასა და უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა უშაკოვმა.




