დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს -ში შესვლა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს -ში შესვლა აუკრძალა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ.
გადაწყვეტილების თანახმად, სრული აკრძალვა ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ლაოსისა და სიერა ლეონეს მოქალაქეებზე გავრცელდება. ასევე, აკრძალვა შეეხება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელ პირებს.
თეთრმა სახლმა სირიისთვის აკრძალვის დაწესების მიზეზად სირიის მოქალაქეების მიერ აშშ-ში ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილება დაასახელა.
„სირია სამოქალაქო არეულობისა და შიდა დაპირისპირების ხანგრძლივი პერიოდიდან გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარების მიზნით მუშაობს, სირიაში ჯერ კიდევ არ მოქმედებს პასპორტების გაცემის ადეკვატური ცენტრალური ორგანო და შესაბამისი შემოწმების პროცესი“, – განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციამ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ივნისში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სრული აკრძალვა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებზე გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს