დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარიმართა „ძალიან კარგად“ და შეხვედრები გაგრძელდება

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ომანში არაპირდაპირი დიალოგი გამიართა, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ გამართა და მომავალ კვირაში მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი დაგეგმა.
თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან დამატებით
მოლაპარაკებას ელის და სპარსეთის ყურეში მდებარე სასულთნოში შეხვედრები „დადებით ატმოსფეროში“ ჩატარდა.

მოლაპარაკება -სა და ირანის დელეგაციებმა ომანის შუამავლობით საჯარო პირისპირ შეხვედრის გარეშე გამართეს რეგიონში აშშ-ის ავიამზიდის მეთაურობით სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე.

„ჩვენ ასევე ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანის გარშემო “, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე, როდესაც ფლორიდაში მიემგზავრებოდა. „კვლავ შევხვდებით მომავალ კვირას დასაწყისში“, – დასძინა მან.

მოლაპარაკებების დასრულებიდან მალევე, აშშ-მა გამოაცხადა ახალი სანქციების დაწესების შესახებ სატრანსპორტო კომპანიებისა და გემების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ირანის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას.

დონალდ ტრამპმა 6 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მეორად სანქციებს უწესებს ირანთან ვაჭრობის მქონე ნებისმიერი სახელმწიფოდან იმპორტს.

გაურკვეველია, დაკავშირებულია თუ არა ეს ნაბიჯები მოლაპარაკებასთან, რომელიც პირველი იყო ორ მოწინააღმდეგეს შორის მას შემდეგ, რაც აშშ-მა ივნისში ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა მას მერე, რაც ისრაელმა განახორციელა მრავალი დარტყმა ირანზე.

ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ ისინი შეთანხმებას არ მიაღწევენ, შედეგები ძალიან მძიმე იქნება“, რის თაობაზეც ირანმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ გაჩნდება შემდგომი საფრთხეები.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმ,ა აბას არაყჩიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციას მასკატში, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ფოკუსირებული იყო მხოლოდ“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რომელსაც, დასავლეთის აზრით, ატომური ბომბის შექმნა აქვს მიზნად, მაგრამ თეირანი ამტკიცებს, რომ ის მშვიდობიანია.

აშშ-ის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ახლო აღმოსავლეთში წარგზავნილი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ასევე მოითხოვა წამოეჭრათ ირანის არა მხოლოდ ატომური, არამედ სარაკეტო პროგრამის, ასევე თეირანის მიერ რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხი და ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი რეპრესიების თემა.

„ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში გავცვალეთ არგუმენტები და მეორე მხარის შეხედულებებიც გაგვიზიარეს“, – განუცხადა არაყჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას და დასძინა, რომ ორივე მხარე „შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე“.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-თან საუბრისას არაყჩიმ იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი თავს შეიკავებდა „მუქარისა და ზეწოლისგან“, რათა „მოლაპარაკება გაგრძელდეს“.
ტრამპი თავდაპირველად თეირანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა იანვარში დემონსტრაციების სასტიკად ჩახშობის გამო და დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ „დახმარება გზაშია“.

რეგიონულის ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა, საუდის არაბეთმა და კატარმა, მოუწოდეს შეერთებულ შტატებს არ ჩაერიოს ირანში და ვაშინგტონს და თეირანს მიმართეს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.

2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაიწყო ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.

ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა.

უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს (ოფისი აშშ-ში) მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადასტურებულია 6941 ადამიანის სიკვდილი. მათგან 6495 საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, 171 – არასრულწლოვანი, 61 – მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ და 214 – სამთავრობო ძალების სამხედროები.

უფლებადამცველთა თანახმად, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, დაპატიმრებულების კი თითქმის 51 ათასი.