დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის
-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ტრამპმა უპასუხა შეკითხვას უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის შესახებ, თუ ის პრეზიდენტი გახდება.
„მე გარანტიას გაძლევთ, რომ მე ამას არ გავაკეთებ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპმა დასძინა, რომ „საფრანგეთისთვის სიტუაცია სხვანაირია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად მეზობლები არიან, ხოლო ჩვენ შორის ოკეანეა“.
„ახლა გამუდმებით მესმის საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, რომ საფრანგეთს სურს ბრძოლა უკრაინაში, წარმატებები მათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ