დონალდ ტრამპმა -ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა

დონალდ ტრამპმა -ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სკოტს დიდ პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს“, – წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, Truth Social-ში.
62 წლის მილიარდერი სკოტ ბესენტი ჰეჯ-ფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო.
ხაზინის დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?