დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდა, ალკატრასის ციხის სრულად გადაკეთება და ხელახლა გახსნა დაიწყონ. მისი თქმით, კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა მკაცრი ზომები, ხოლო ალკატრასი სიმბოლო უნდა გახდეს კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის.
“გადავაკეთოთ და გავხსნათ ალკატრასი!
ძალიან დიდხანს იტანდა ამერიკა სასტიკ, ძალადობრივ და სერიულ დამნაშავეებს — საზოგადოების ნარჩენებს, რომლებიც მხოლოდ უბედურებასა და ტანჯვას მოუტანენ ქვეყანას. მაშინ, როცა სერიოზული ერი ვიყავით, არ გვეშინოდა ყველაზე საშიში დამნაშავეების იზოლაციისა და საზოგადოებისგან განცალკევების. ასე უნდა იყოს ეს დღესაც. აღარ ავიტანთ ამ სერიულ დამნაშავეებს, რომლებიც ჩვენს ქუჩებში ავრცელებენ სიბინძურეს, სისხლს და ქაოსს. ამიტომაც, დღესვე ვაძლევ მითითებას ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-სა და შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს — დაიწყონ დამნაშავეთა ყველაზე სასტიკი ნაწილის განსათავსებლად ალკატრასის მნიშვნელოვნად გადიდება და გადაკეთება. აღარ დავუთმობთ კრიმინალებს, ბანდიტებს და ისეთ მოსამართლეებს, რომლებსაც ეშინიათ საკუთარი მოვალეობის შესრულების და ხელს გვიშლიან იმ კრიმინალების დეპორტაციაში, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ შემოვიდნენ.ალკატრასის ხელახალი გახსნა იქნება კანონის, წესრიგის და სამართლიანობის სიმბოლო.
ჩვენ ისევ დიდ ამერიკას შევქმნით!”, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!