“დონალდ ტრამპმა აიშვა, ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს…”- ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება ვრცელდება.

“ტრამპი საქართველოს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი!
სრულიად განყენებულ თემებზე ერთი ჩვეულებრივი სატელეფონო საუბრის დროს, როგორც ეს ძალიან-ძალიან ხშირად ხდება, ქალბატონმა ლელამ ახალი წინასწარმეტყველება წარმოთქვა. ეს 2025 წლის 4 თებერვლის წინასწარმეტყველებაა, რომელიც პირველად ქვეყნდება.

2025 წელი, 4 თებერვალი
დონალდ ტრამპმა აიშვა – მაგრად აიშვა: დიდ დარტყმას მიაყენებს თურქეთს, ირანს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ტრამპი თავისას გააკეთებს აუცილებლად! ნურავის ექნება იმედი, რომ რაიმესი შეეშინდება ან რაღაცას ვერ გადაწყვეტს. პირიქით. მას სწამს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა, და უკან არ უნდა დაიხიოს.

და აი აქ ვარ ჩასაფრებული საქართველოს თემაზე: ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დიდი სიმპათიები აქვს და უარყოფს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უკანონობად მიაჩნია…

რაც შეეხება ახალი ტერიტორიების ამერიკისთვის მიერთებას, ვგულისხმობ კანადასა და გრენლანდიას, ამ ეტაპზე რაღაც ცვლილებებს არ ვხედავ – როგორიც არის დღეს დედამიწა, ისევ იმ ფორმაში ჩანს ხედვაში.
თუმცა აღვნიშნავ, რომ ამერიკა და ევროპა გრენლანდიას რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ – არცერთ შეთხვევაში! მომავალში კი ვხედავ, რომ გრენლანდიაში ამერიკის დროშა ფრიალებს.”- წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს