დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. როგორც Reuters წერს, მათ შორისაა ქვეყნები, რომლებიც -ის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა, მაგალითად კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი.
პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა.
პრეზიდენტის ბრძანებაში სულ მითითებულია იმპორტის გადასახადის 10%-დან 41%-მდე გაზრდა 69 სავაჭრო პარტნიორისთვის. ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე კი 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა