აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს.
„ფორბსის“ ცნობით, მასკმა ეს განცხადება გააკეთა „იქსის“ პირდაპირ ეთერში დისკუსიისას.
ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრამპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა – „დარწმუნებული ხართ?“, ხოლო ტრამპმა უპასუხა: დიახ. „ასე რომ, ვხურავთ“.
მასკის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა „პოლიტიკურად მიკერძოებული იყო“.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელობას „რადიკალი შეშლილების ჯგუფი“ უწოდა.