აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა Signal-ის ჩატში „ჰუსიტებზე“ იერიშების დეტალები გააზიარა, „ყალბი ამბები“ უწოდა.
„პიტი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მისით ყველა ბედნიერია. ეს ყალბი ამბებია. ისინი ისტორიებს იგონებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, კითხვაზე, გახდა თუ არა პენტაგონი დისფუნქციური, მას შემდეგ, რაც ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰეგსეტის რამდენიმე მრჩეველი გაათავისუფლეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არა.
„არავითარი დისფუნქცია არ არის. ჰუსიტებს კითხეთ როგორი დისფუნქცია აქვთ მათ“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჰიტ ჰეგსეტმა „ჰუსიტებზე“ სარაკეტო იერიშების შესახებ დეტალები Signal-ის ჩატში, სადაც წევრებს შორის მისი მეუღლე, ადვოკატი და ძმაც იყო, უკვე მეორედ გააზიარა.
