„NATO 20 წელია დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“. სამწუხაროდ, დანიამ ამასთან დაკავშირებით ვერაფრის გაკეთება შეძლო. ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, 8 ქვეყანას: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1 ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.




