8 ნოემბერს ვიქტორ ორბანს შეხვდება

Bloomberg თეთრი სახლიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ -ის პრეზიდენტი 8 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამართავს.
წყარომ, ანონიმურობის პირობით, გამოცემას განუმარტა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის სა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილი.
Bloomberg წერს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა, სავარაუდოდ, უნგრეთის ეკონომიკაზე -ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გავლენა იქნება.
მანამდე, უნგრეთის პრემიერმა თქვა, რომ მუშაობს გზებზე, როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს.
აშშ-მა 23 ოქტომბერს ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია – როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა. გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილ კომპანიას.
მანამდე, როსნეფტსა და ლუკოილს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაუწესა სანქციები.
დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ “ორივე კომპანია მხარს უჭერს ს ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში”.
ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, როსნეფტი და ლუკოილი ევროკავშირის შავ სიაშიც მოხვდნენ.