აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ-ს 28- პუნქტიანი გეგმა დაიხვეწა და უთანხმოების რამდენიმე პუნქტი რჩება.
“ბოლო კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მხრივ (ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!). ბოლო თვეში 25,000 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაპირველი, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ მომზადდა, დაიხვეწა ორივე მხრიდან დამატებითი წვლილებით და უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება. ამ სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, ჩემს სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა დავავალე და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკრაინელებთან გამართავს შეხვედრას. შემატყობინებენ ყველა მიღწეულ პროგრესზე, ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სუზი უაილსს.
პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრის იმედი მაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება დასრულებული, ან დასრულების სტადიებში იქნება,” – წერს ტრამპი.




