– 2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი არა 1 ტრილიონი, არამედ 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს

2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„სენატორებთან, კონგრესმენებთან და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, დავადგინე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ამ საშიშ დროში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 2027 წლისთვის არა 1 ტრილიონი, არამედ 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის მიზანს -ის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა წარმოადგენს.
„აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, რომ „ოცნების არმია“ შევქმნათ, რომელიც ნებისმიერი მტრის მიუხედავად, დაგვიცავს და ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.