– ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება

ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან შეთანხმების მთავარი პრიორიტეტი მისი ბირთვული პოტენციალის შეზღუდვაა.

„არანაირი ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმების 99%-ია. ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე „ავტომატურად გაიხსნება“.

„სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ. მას სხვა ქვეყნები იყენებენ. ის საკმაოდ მალე გაიხსნება“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, ირანს ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებას არ მისცემს.

„ამას არ დავუშვებთ. ეს საერთაშორისო წყლებია“, – განაცხადა ტრამპმა.