დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს

ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, ტრამპი ბაიდენთან დებატებს ითხოვს. -ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯო ბაიდენთან ერთად იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ტრამპის განცხადებას უკვე უპასუხეს ბაიდენის შტაბში.
მათი თქმით, დებატები „შესაფერის დროს“ გაიმართება.
5 მარტს, აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა, რა დროსაც ერთდროულად 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზები, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩიეს.
14 შტატში რესპუბლიკური პარტიიდან გამარჯვებული გახდა.
ნიკი ჰეილიმ წარმატებას მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლო მიიღებს, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია

ნათია მეზვრიშვილი – ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას – ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი