დონალდ ტრამპი – ჯორჯ სოროსსა და მის მშვენიერ რადიკალ მემარცხენე შვილს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის ბრალი უნდა წაუყენონ – არ დავუშვებ შეშლილებმა ამერიკა გაანადგურონ

ჯორჯ სოროსს -ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის ბრალი უნდა წაუყენონ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„ჯორჯ სოროსსა და მის მშვენიერ რადიკალ მემარცხენე შვილს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის და ბევრი სხვა რამის გამო რიკოს კანონის საფუძველზე ბრალი უნდა წაუყენონ“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „არ დაუშვებს, რომ შეშლილებმა ამერიკა გაანადგურონ და მათ „სუნთქვისა“ და თავისუფლების შანსი მიეცეთ“.
„სოროსმა და მისმა ფსიქოპათების დაჯგუფებამ ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს