დონალდ ტრამპი – ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია – შეწყვიტეთ სისხლისღვრა

ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, „დაჟინებით მოითხოვდა, რომ შეხვედრა შემდგარიყო“.
„ამ შეხვედრამ შეიძლება ბევრი კარგი შედეგი მოიტანოს. შეწყვიტეთ სისხლისღვრა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, რომ თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებს დათანხმდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდება.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დაუდასტურებია მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – თუ ვლაპარაკობთ ადგილობრივ არჩევნებზე კრიზისულ ვითარებაში, რომ ქვეყანა გადასარჩენია, ოპოზიციამ ერთი ერთზე არჩევნები უნდა უზრუნველყოს – არგუმენტები 7 და 9 კანდიდატის თაობაზე მერის არჩევნებში არ არსებობს