დონალდ ტრამპი – ხვალ კამბოჯასა და ტაილანდს დავურეკავ, რათა ომი შევაჩერო

ხვალ კამბოჯასა და ტაილანდს დავურეკავ, რათა ომი შევაჩერო, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ათ თვეში რვა ომი დაასრულა, მათ შორის, კოსოვოსა და სერბეთს, პაკისტანსა და ინდოეთს, ასევე, ისრაელსა და ირანს შორის“.
„ამის თქმა არ მსურს, მაგრამ კამბოჯა-ტაილანდი გუშინ დაიწყო და ხვალ სატელეფონო ზარის განხორციელება მომიწევს. სხვას ვის შეუძლია იმის თქმა, რომ დარეკავს, რათა ორ ძალიან ძლიერ სახელმწიფოს, ტაილანდსა და კამბოჯას შორის, ომი დაასრულოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის განახლებული დაპირისპირება უკვე მესამე დღეა გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება

ალეკო ელისაშვილი – ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი – არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი – მოუწევთ ციხის კარის გახსნა