ხვალ არის შეხვედრა მიუნხენში და შემდეგ კვირას, არის შეხვედრა საუდის არაბეთში, არა ჩემთან ან პრეზიდენტ პუტინთან, არამედ მაღალჩინოსნებთან და ამ შეხვედრების ნაწილი უკრაინაც იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმების მიღწევა და კონფლიქტის დასრულება სურთ.
„ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ რაღაცის გაკეთებას. ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან. ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს გარიგების დადება და მე ასევე ვგრძნობ, ვიცი, რომ პრეზიდენტ პუტინს სურს შეთანხმება“, – აღნიშნა ტრამპმა.
