დონალდ ტრამპი – ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება

ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მისი გადასაწყვეტია ის, თუ რისი გაკეთება სურს. ვფიქრობ, მის მიერ ამის გაკეთება ჭკვიანური იქნება. თუ კატეგორიულ პოზიციას დაიკავებს, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება, როდესაც ამას გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ის სანაპირო დაცვა უკვე მეორე დღეა კიდევ ერთი ნავთობტანკერის დაკავებას ცდილობს.
„ტანკერი ვენესუელიდან გამოვიდა და იგი სანქცირებულია. მის დევნას ვაწარმოებთ. ამ ტანკერს დავაკავებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტანკერი „ბელა 1“ ვენესუელის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მის დასაკავებლად ორდერი უკვე გაცემულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”