დონალდ ტრამპი წიაღისეულის შეთანხმებაზე – ვფიქრობ, ეს მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ფიქრობს, რომ ს შორის წიაღისეულის შეთანხმება გაფორმდება.
კერძოდ, კითხვაზე, ელის თუ არა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „დაბრუნდება“ და დაასრულებს წიაღისეულის შეთანხმებას, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ „დიახ. მე ასე მგონია. ვფიქრობ, ეს მოხდება”.
„ჩვენ იქ ვართ 350 მილიარდი დოლარით. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის დროს „ფული წაიღო“ ამერიკისგან, “როგორც ტკბილეული ბავშვისგან“ .
„ეს იყო ბავშვისგან ტკბილეულის აღება, რაც მან გააკეთა. ის ჭკვიანი და მკაცრი ბიჭია და ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ტკბილეული ბავშვისგან. ასეთი მარტივი იყო. მე უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია”, – განაცხადა ტრამპმა.