დონალდ ტრამპი – წარმოება ჩვენს ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ – უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფებს დავაწესებთ

უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფებს დავაწესებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„წარმოება ჩვენს ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. იყო დრო, როდესაც დღეში ერთ გემს ვაშენებდით და ახლა ერთ გემსაც ვეღარ ვაშენებთ. არ ვიცით რას ვაკეთებთ. ყველაფერი სხვა ადგილებში გადავიდა. უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპების, ნახევარგამტარებისა და ფარმაცევტული პროდუქტების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფების დაწესებას ვაპირებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ტარიფების მიზანი აღნიშნული პროდუქციის წარმოების აშშ-ში დაბრუნებაა.
„დაგვტოვეს და ტაივანში წავიდნენ, რომელიც, სხვათა შორის, ჩიპების ბიზნესის დაახლოებით 98%-ს მოიცავს. გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ, მაგრამ არ გვინდა მათ მილიარდობით დოლარი მივცეთ, როგორც ამას ბაიდენის აბსურდული პროგრამა აკეთებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა