დონალდ ტრამპი – ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება

ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შიგერუ იშიბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება, კიმ ჩენ ინთან. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „ეს იდეა იაპონიას მოსწონს, რადგან მათ კარგი ურთიერთობა არ აქვთ“.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთ კორეის სრული დენუკლეარიზაციისთვის იაპონია და აშშ ერთად იმუშავებენ“.