დონალდ ტრამპი ჩინეთის და ვიეტნამის ლიდერების შეხვედრაზე – სცადეს გაერკვიათ: „როგორ გავაცუროთ ამერიკის შეერთებული შტატები“?

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეერთებული შტატების გაცურებას ისახავს მიზნად.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სი ძინპინის დისკუსიები ვიეტნამში ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დააზიანონ შეერთებული შტატები.
„არ ვადანაშაულებ ჩინეთს, არ ვადანაშაულებ ვიეტნამს. შესანიშნავი შეხვედრა იყო. თითქოს იმისთვის, რომ ეცადათ გაერკვიათ: „როგორ გავაცუროთ ამერიკის შეერთებული შტატები?“- აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმ ქვეყნებში ვიზიტი დაიწყო, რომელიც -ის ტარიფებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სი ძინპინი ორშაბათს ჰანოიში ჩავიდა, სადაც ვიეტნამის ლიდერს, ტო ლამს შეხვდა. მხარეები ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ ათობით შეთანხმებას, მათ შორის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაზე.
ვიეტნამი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ახალი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ქვეყანას 46%-იანი სატარიფო განაკვეთი დაუწესდა.