დონალდ ტრამპი ჩიკაგოში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჩიკაგოში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. შესაბამისი შინაარსის ჩანაწერი ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თან დაურთო თ შექმნილი ფოტო.
„მომწონს დეპორტაციების სურნელი ამ დილით. ჩიკაგოს მოუწევს, გაიგოს, რატომ გადაერქვა თავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი“, – წერს ტრამპი.
-ის პრეზიდენტის ამ ჩანაწერს ჩიკაგოს მერისა და ილინოისის შტატში გუბერნატრის უკმაყოფილება მოჰყვა. გუბერნატორ ჯეი პრიცკერის თქმით, ამ გზავნილებით ტრამპი პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას ცდილობს.
„აშშ-ის პრეზიდენტი იმუქრება ამერიკულ ქალაქთან ომის დაწყებით. ეს ხუმრობა არაა. ეს არანორმალურია. დონალდ ტრამპი ძლიერი ადამიანი არაა, ის შეშინებულია. ილინოისი არ დანებდება დიქტატორი-თვითმარქვიას დაშინებას“, – წერს ჯეი პრიცკერი სოციალურ ქსელში.
ჩიკაგოში სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგია ქალაქის მოსახეობის ნაწილიც. მათ საპროტესტო აქცია გამართეს.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამხედროების გამოყენებით ოპერაციები ჩაატარა ლოს ანჯელესსა და ვაშინგტონში.