აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთბულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ „მათ ხელიდან ბომბი წაართვა“.
„გუშინ ჩვენ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, როდესაც „ბომბი“ მათ ხელიდან წავართვით (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ!),“ – წერს ტრამპი.
ტრამპი ამ განცხადებას Truth Social-ის პოსტში აკეთებს, სადაც რესპუბლიკელ კონგრესმენს თომას მესის პასუხობს, რომელმაც დარტყმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ ომში ჩათრევას გამოიწვევს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა “სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის” და განაცხადა, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული იყო.
“კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს ტრამპი.
