დონალდ ტრამპი – ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი – ჩვენ მას მივიღებთ

ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი და ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ – ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპმა გრენლანდიელ ხალხს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი.
„მაქვს მესიჯი არაჩვეულებრივი გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვცადოთ მისი მიღება. მაგრამ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მივიღებთ – ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს გრენლანდიელი ხალხის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს უსაფრთხოებას, გაგამდიდრებთ და ერთად, ჩვენ ავიყვანთ გრენლანდიას ისეთ სიმაღლეებამდე, როგორზეც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. ეს არის ძალიან მცირე მოსახლეობა, მაგრამ ძალიან, ძალიან დიდი მიწის ნაკვეთი და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.