სტივ უიტკოფი დღეს რუსეთში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუს ოფიციალურ პირებს მოსკოვში ოთხშაბათს შეხვდება.
ამასთან, მისი თქმით, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
“მე ზუსტი პროცენტი არასდროს მითქვამს, მაგრამ ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ვნახოთ, რა მოხდება შედარებით მოკლე დროში. რუსეთთან შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
