დონალდ ტრამპი – ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელში მიდის, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რუსეთში!

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელსა და ღაზის სექტორში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, ამის შემდეგ კი რუსეთს ეწვევა.
დონალდ ტრამპს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა თარიღებში ჩავა სტივ უიტკოფი რუსეთში ან ვისთან გამართავს შეხვედრებს.
„ის მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რუსეთში“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც უიტკოფის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შესახებ დაუსვეს კითხვა.
უიტკოფი ბოლოს რუსეთში აპრილში იმყოფებოდა და კრემლში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.