დონალდ ტრამპი – ჩემი ერთადერთი დიდი გეგმაა, გადავრჩე – რიტორიკა, რომელსაც გიჟი „დემოკრატები“ იყენებენ, ძალიან საშიშია, მათ პოლიტიკა ძალიან სახიფათო გახადეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, თუ მთავრობის დახურვა გაგრძელდება, შესაძლოა ფედერალური თანამშრომლები გაათავისუფლონ და პროექტები შემცირდეს.
„შესაძლოა, გათავისუფლებები მოხდეს და ეს მათი ბრალია“, – განაცხადა ტრამპმა One America News-თან ინტერვიუში „დემოკრატ“ კონგრესმენებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ასევე მოსალოდნელია იმ პროექტების შემცირება, რომელთა განხორციელებაც „დემოკრატებს“ სურდათ.
„შესაძლოა, შევამციროთ პროექტები, რომლებიც მათ სურდათ, საყვარელი პროექტები და ისინი სამუდამოდ შემცირდება. უფლება მაქვს შევამცირო ის, რაც თავიდანვე არასდროს უნდა დამტკიცებულიყო და ალბათ ამას გავაკეთებ“, – აღნიშნა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტს ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ რა დიდი გეგმები აქვს მას 2026 წლისთვის, რაზედაც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ გადარჩენა სურს.
„დიდი გეგმები? მინდა, გადავრჩე. ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი გეგმაა. შეხედეთ რა ხდება. ეს სიგიჟეა. იცით, რიტორიკა, რომელსაც ეს გიჟი „დემოკრატები“ იყენებენ, ძალიან საშიშია. მათ პოლიტიკა ძალიან სახიფათო გახადეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.