დონალდ ტრამპი – შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან – მოუთმენლად ველი მომავალში პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას

შესანიშნავი საუბარი მქონდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მადლობა გადავუხადე 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის, ასევე განვიხილავთ დამატებით 1 300 პატიმრის გათავისუფლებას, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. საუბრის მიზანი მისთვის მადლობის გადახდა იყო 16 გათავისუფლებული პატიმრისთვის. ასევე განვიხილავთ დამატებით 1 300 პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენი საუბარი ძალიან კარგი იყო. ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ალასკაში ვიზიტი. მოუთმენლად ველი მომავალში პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას“, – წერს ტრამპი.