დონალდ ტრამპი – ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის – არ მგონია, რომ ისინი ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ

ყირიმი რუსეთს დარჩება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ მგონია, რომ ისინი [] ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ. ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი, რომ არ წამოჭრილიყო, მაშინ გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ომი არ დაწყებულიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთს უნდა გადაეცეს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ყირიმი რუსებს გადაეცათ. ეს მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა“.
„მაგრამ, შეძლებენ ისინი [უკრაინა] მის დაბრუნებას? ყირიმში მოსახლეობა ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ ეს მათ ობამამ გადასცა. ტრამპს არ გადაუცია. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ. ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკის ეს ესმის. მათ [] ყირიმი ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს. ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.