დონალდ ტრამპი – ყველას, ვისაც შაბათს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურს, ძალიან მძიმე ძალა დახვდება

ყველას, ვისაც შაბათს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სურს, ძალიან მძიმე ძალა დახვდება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მე პროტესტის შესახებ არც კი მსმენია, მაგრამ, იცით, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყანა სძულს, მაგრამ მათ ძალიან მძიმე ძალა დახვდებათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილი აღლუმი, რომელიც ვაშინგტონის ცენტრში შაბათს გაიმართება, შესანიშნავი იქნება.
„14 ივნისს შესანიშნავი აღლუმი და დროშის დღე გვექნება. საოცარი დღე იქნება. ტანკები და თვითმფრინავები იქნება. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, შაბათს აშშ-ის პრეზიდენტი, 79-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე