დონალდ ტრამპი – ღაზაში ომს დავასრულებთ

ღაზაში ომს დავასრულებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღაზის სექტორის საკითხზე არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რომ ღაზაში ომი დასრულდეს. ჩვენ მას დავასრულებთ. შეიძლება ეს ახლავე შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან უნდა დავასრულოთ ის, რაც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეხვედრას საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, ინდონეზიისა და პაკისტანის ლიდერები ესწრებოდნენ.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა „ნაყოფიერი“ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?