ღაზას სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით – მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ – გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი კონფლიქტის მონიტორინგს.

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ღაზას სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა.
„„ჰამასთან“ და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან (არაბებთან, მუსლიმებთან და ყველა სხვასთან) ამ შაბათ-კვირას ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულია და სწრაფად მიმდინარეობს“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ტექნიკური ჯგუფები კვლავ შეხვდებიან ორშაბათს, ეგვიპტეში, საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად და განსახილველად და მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.
„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება – ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“- აცხადებს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?