დონალდ ტრამპი: ქვეყნებს ფული შეიძლება ვალად მივცეთ, შეღავათიან ფასად, განუსაზღვრელი ვადით, უპროცენტოდ, მაგრამ ეს უნდა იყოს სესხი და არა საჩუქარი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას კომენტარი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზეც გააკეთა.

მისი განცხადებით, ქვეყნებისთვის დახმარების გაცემა უსასყიდლოდ არ უნდა ხდებოდეს.

„მათ შეიძლება ფული ვალად მივცეთ, შეღავათიან ფასად, განუსაზღვრელი ვადით, უპროცენტოდ, მაგრამ ეს უნდა იყოს სესხი და არა საჩუქარი“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ