დონალდ ტრამპი: ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უერთდებიან, 10%-იან ტარიფს დავუწესებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდებიან, დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

“ნებისმიერი ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უერთდება, დამატებით 10%-იანი ტარიფი დაუწესდება. ამ პოლიტიკას გამონაკლისები არ ექნება”. – დაწერა ტრამპმა.

მანამდე, რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის სამიტზე  წევრმა ქვეყნებმა აშშ-ს ტარიფები გააკრიტიკეს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშები დაგმეს. მათ სამიტზე ასევე გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეფორმის შეთავაზებები წარადგინეს.

გარდა ამისა, სამიტის პლენარულ სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ BRICS მსყიდველობის უნარის პარიტეტის მიხედვით მშპ-ს მაჩვენებლით ქვეყნების რიგ სხვა გაერთიანებებს, მათ შორის, დიდ შვიდეულსაც (G7) უსწრებს.

6-7 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის სამიტი ბრაზილიის თავმჯდომარეობით ტარდება.

25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო, ბრაზილიაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე არ ჩავიდოდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…