– ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან, შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან, ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება გავაფორმოთ, ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ

მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მთხოვენ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში -ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
„ვფიქრობ მსოფლიოსთან ომი, სულაც არ არის ომი, რადგან ყველა აქ მოდის. იაპონია აქ მოდის. ბევრი მათგანი თვითმფრინავშია. მკაცრი მომლაპარაკებლები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმების გასაფორმებლად ყველაფრისთვის მზად არიან.
„გეუბნებით, რომ ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ შეთანხმება გავაფორმოთ. ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს ს მიერ დაწესებული გლობალური საპასუხო მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა, მათ შორის, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 104%-იანი ტარიფები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით