უცხოურ ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესებას აპირებს

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უცხოეთში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფს დაუწესებს. როგორც ის თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, ვაჭრობის დეპარტამენტს ამის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.
“ამერიკაში კინოინდუსტრია სწრაფი სიკვდილით კვდება. სხვა ქვეყნები ყველა შესაძლო სტიმულს სთავაზობენ, რათა მიიზიდონ ჩვენი რეჟისორები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან. ჰოლივუდი და -ის სხვა რაიონები იცლება. ეს სხვა ქვეყნების შეთანხმებული ძალისხმევაა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ეს პროპაგანდაა! შესაბამისად, ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს ვანიჭებ უფლებამოსილებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ უცხო ქვეყნებში წარმოებულ ნებისმიერ ფილმზე ჩვენს ქვეყანაში 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი. ჩვენ ისევ ამერიკაში წარმოებული ფილმები გვინდა!” – წერს ტრამპი.
ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში შეყვანილი ყველა ქვეყნის მიმართ დაწესდა 10%-იანი ტარიფი, 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართ კი, რომლებიც აშშ-ის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ, შემოიღო “საპასუხო” ტარიფები.
მოგვიანებით ტრამპმა ამ ტარიფების ამოქმედება, ჩინეთის გარდა, ყველა ქვეყნისთვის 90 დღის ვადით შეაჩერა.
ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ეფექტიანი მაჩვენებელი 145%-ია, ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული. ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთს თავიდან ყველაზე მაღალი განაკვეთი – 104% – დაუწესდა, რომელიც ერთი დღის შემდეგ 125%-მდე გაზარდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს