უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას დათანხმდა

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობა, რომ უკრაინისთვის პირდაპირი კომერციული გაყიდვების გზით 50 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი შეიარაღების ექსპორტი დაამტკიცოს.
-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის“ მეშვეობით კონგრესისთვის გაგზავნილი მიმართვა უკრაინისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვას ითვალისწინებს.
გამოცემა წერს, რომ პირდაპირი კომერციული გაყიდვების მექანიზმის გზით აშშ-მა 2015-2023 წლებში უკრაინისთვის 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის ექსპორტი დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…