დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის შესახებ კითხვაზე – პასუხია კი, მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, ვინაიდან მშვიდობის მალე მიღწევას მოველი

გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას, მაგრამ იმედია დიდხანს აღარ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა აპირებს თუ არა ის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელებას იმ შემთხვევაში თუ მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული.
„არ მოველით ბევრი იარაღის გაგზავნას, მოველით ომის დასრულებას. პასუხია კი. მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, ვინაიდან [მშვიდობის] მალე მიღწევას მოველი”, – განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინთან „კომპრომისები არ უნდა იყოს“ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს. უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს უკრაინელი სამხედროების ფოტოსურათები აჩვენა რუსეთის ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ და სახელებით ჩამოთვალა ისინი.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს მხარესაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…