დონალდ ტრამპი – უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ

უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„უკრაინაში ისეთი საშინელი სიტუაციაა, ისრაელში ისეთი საშინელი სიტუაციაა, იმის გამო, რაც მოხდა. ჩვენ მათ მოგვარებას ვაპირებთ, ჩვენ მათ ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში, -ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ორივე პრობლემას მოაგვარებს.
აიოვას შტატის რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ისევ ის იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა და ისრაელს თავს არ დაესხმებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში